პარლამენტთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი არ უნდა იყოს არჩეული.
პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიმბოლურად მიტანილი აქვთ ბურთები და ფეხბურთს თამაშობენ.
„როგორც ყაველაშვილი არის პრეზიდენტი, ისე ვართ ფეხბურთელები აქ მდგომი აქციის მონაწილეები. უნდა რცხვენოდეს, რომ ჩვენ აქ ამ ყინვაში გამოვედით, ხალხი ვაპროტესტებთ და თვითონ ფეხბურთელს, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, უნდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.