აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელ კარს ბოქლომი დაადეს და ამბობენ, რომ ბიუროს წევრებს შენობაში არ შეუშვებენ
აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელ კარს ბოქლომი დაადეს და ამბობენ, რომ ბიუროს წევრებს შენობაში არ შეუშვებენ

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტში შესასვლელ ერთ-ერთ კარს ცოტა ხნის წინ ბოქლომი დაადეს.

15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა უნდა დაწყებულიყო. აქტივისტები ამბობენ, რომ არც ბიუროს წევრებს მისცემენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას.

ამასთან, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები აქვთ გაშლილი.

შესაბამისად, ამ დროისთვის პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ბლოკირებულია.

რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო.