აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]

20:11, 29.11.2024

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი წაუკიდეს.

ამასთან, აქციის მონაწილეები პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს მუშტებსა და სხვადასხვა საგანს ურტყამენ.

მსგავსი