აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ დრომდე აგრძელებდნენ პროტესტს, მსვლელობით მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამ დროისათვის აქციის მონაწილეების ნაწილი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. მათი ნაწილი კი მსვლელობას ჭავჭავაძის გამზირისკენ აგრძელებს.
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილები სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისროდნენ. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.