აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქცია 19:00 საათზე კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან განახლდება.
აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს.
საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.