აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს [ვიდეო]

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოქალაქეების აქცია გაიმართა. მათ მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

„აქედან მოდის ჩვენი ერის ისტორია, ჩვენი სამშობლოს ისტორია. ძნელია, დღეს რომ გვედავებიან. ჩვენ გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი პროტესტის ნიშნად“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძემ.

აქციას რაგბის კლუბ „იუნკერების“ მოთამაშეები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„ჩვენ აქ ძირითადად მოსალოცად ამოვედით. გვინდა, ჩვენ, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს შეეძლოთ ამოსვლა, ამ ყველაფრის ნახვა, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა“, – განაცხადა კლუბ „იუნკერების“ მორაგბემ, ჯაბა კიკვიძემ.