აქციის მონაწილეებმა ჩირაღდნებით, ნიღბებითა და შეძახილებით მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს
აქციის მონაწილეები დღეს რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ბოლოს საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
გაიმართა მსვლელობა სახელწოდებით „დროშების მარში“. მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გადაინაცვლეს.
„ხალხი წყვეტს!“ – ამ ლოზუნგით კი საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. მათი განცხადებით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები.
აქციაში მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების ოჯახების წევრები და ახლობლები.
აქციის მონაწილეებმა ჩირაღდნებით, ნიღბებითა და შეძახილებით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.