აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეებისა და ლიდერების განცხადებით, სავარაუდოდ დაკავებულთა შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან რუსთაველის გამზირამდე ჩაიყვანა. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი.