აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობით გადაადგილდებიან [ვიდეო]

05:24, 04.12.2024

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ისინი ამ წუთებში თბილისის ქუჩებში მსვლელობით გადაადგილდებიან.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათ გზაზე ნაგვის ურნები განათავსეს. პერიოდულად აფეთქებენ ფოიერვერკებს.

აქციის მონაწილეებმა ქუჩაში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს.

მსგავსი