აქციის მონაწილეები „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი სიმონ შანავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როდესაც მასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტელეკომპანია მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის განემარტა, რომ ტელეკომპანია პროცესებს ობიექტურად აშუქებს და სთხოვდა მათ, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეეშალათ.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.