აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ინტერესში არ არის, ჭიათურის მაღაროები მართვაში მიიღონ, არამედ წამოყენებული 14 მოთხოვნის დაკმაყოფილება სურთ
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ინტერესში არ არის, ჭიათურის მაღაროები მართვაში მიიღონ, არამედ წამოყენებული 14 მოთხოვნის დაკმაყოფილება სურთ

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი, მე-18 დღეა, გრძელდება.

მაღაროელები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიაზე რჩებიან და საღამოს, 19:00 საათზე მორიგ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

აქციის მონაწილე მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურებიან, სადაც საუბარია კომპანიის მზაობაზე, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროების მაღაროელების მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ ინტერესში არ არის ჭიათურის მაღაროები მართვაში მიიღონ, არამედ იმ 14 მოთხოვნის დაკმაყოფილება სურთ, რასაც უკვე ორ კვირაზე მეტია, ითხოვენ – მათ შორის ხელფასის 20%-იანი მატება და ღირსეული, უსაფრთხო სამუშაო პირობები.

მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე მაღაროელები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.