აქციის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა გადაკეტილია
აქციის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა გადაკეტილია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტილია. სოფელ ბეჩოს მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, თუ არ დაიწყება გზის რეაბილიტაცია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გზის მშენებლობა ექვსი წლის უკან დაიწყო, გამოიცვალა რამდენიმე სამშენებლო კომპანია, მაგრამ გზის პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც ორი წლის უკან ტენდერში გაიმარჯვა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ასრულებს სამუშაოებს.

სოფელ ბეჩოს მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაში საგზაო დეპარტამენტი ჩაერთო. მერი იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.