აქციებისა და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის სავაჭრო ცენტრებში ვიზიტორთა რიცხვი 17 პროცენტით შემცირდა
აქციებისა და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის სავაჭრო ცენტრებში ვიზიტორთა რიცხვი 17 პროცენტით შემცირდა

გასული კვირის ანტისამთავრობო აქციებისა და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის სავაჭრო ცენტრებში ვიზიტორთა რიცხვი 17 პროცენტით შემცირდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო Reuters-ი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენელ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ასევე საფრანგეთის ბანკის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დაიწყო ნოემბერში, თუმცა დეკემბერში უფრო ძალადობრივი სახე მიიღო, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, დაახლოებით მეხუთედით არის შემცირებული საფრანგეთში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე მეოთხე კვირაა, გრძელდება. 8 დეკემბერს საპროტესტო აქცია კვლავ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მონაწილეებმა დაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები, მანქანების მინები, დაწვეს ნაგვის ურნები და ავტომობილები. სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.