აქციაზე მისულ შვილმკვდარ მამას სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს [ვიდეო]

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს ერთ-ერთ შვილმოკლულ მამას, რომელმაც სიტყვა ითხოვა. როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მას სურდა აქციაზე შეკრებილების წინაშე საკუთარ ტრაგედიაზე ესაუბრა, თუმცა, პასუხად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო.

როგორც მამაკაცმა განაცხადა, ის გულდაწყვეტილია, რადგან აქციაზე გაუბედურებული ოჯახების სოლიდარობის გამოსახატად მივიდა და სანაცვლოდ შეურაცხყოფა მიიღო.

„ასვლა მინდოდა და არ გამიშვეს, შემაგინეს. 14 მაისს შვილი მომიკლეს, სახლიდან გამოიყვანეს, 10-მა კაცმა ესროლა, მინდა რომ მკვლელები დაიჭირონ“,- განაცხადა მამაკაცმა.