აქციაზე დაკავებულთა პროცესზე მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის სერგო რატიანი და კიდევ ორი პირი დარბაზიდან გააძევა
აქციაზე დაკავებულთა პროცესზე მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის სერგო რატიანი და კიდევ ორი პირი დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე​, სხდომათა დარბაზიდან სამი პირი გააძევა. მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი. მოსამართლის განცხადებით მათ დაარღვიეს სასამართლოში წესრიგი.

ასევე სხდომის მიმდინარეობისას ლაშა ჩხარტიშვილმა მოსამართლეს სამარცხვინო უწოდა და დარბაზიდან გავიდა.

ამ წუთებში სასამართლოში ექვსი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს.

გიგა მაქარაშვილს, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ნადირაძეს, დავით მჟავანაძესა და პაატა სოსონაშვილს შსს ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები 18 ნოემბერს პარლამენტთან დააკავეს.