ანზორ მექვაბიშვილმა „ვიტებსკთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა და „უნივერსიტატეას“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გასვლაში დაეხმარა #1TVSPORT

00:27, 16.07.2026

რუმინეთის ჩემპიონმა, კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ბელარუსის „ვიტებსკთან“ პირველი მატჩი უნგრეთში გამართა, 4:1 მოიგო და მეორე ეტაპზე გასვლა ნაადრევად გაინაღდა. თუმცა კრაიოვაში საპასუხო შეხვედრის მოგება გაუჭირდა. „უნივერსიტატეამ“ სტუმართა წინააღმდეგობა მხოლოდ 90+1-ე წუთზე გატეხა, როდესაც ქართველი ნახევარმცველის გადაცემით ნიკოსურ ბანკუმვიტებსკის“ კარი აიღო 1:0.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „უნივერსიტატეა“ ბულგარულ „ლევსკის“ დაუპირისპირდება – 21 ივლისს სტუმრად შეხვდება, ხოლო 28-ში კრაიოვაში უმასპინძლებს.

მსგავსი