ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა – „უნივერსიტატეამ“ „უნირეა“ დაამარცხა #1TVSPORT

21:00, 18.10.2025

რუმინეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში 3:1 გაიმარჯვა ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“. მისი მეტოქე „უნირეა“ იყო, რომელიც 70-ე წუთამდე თანაბრად ეთამაშებოდა მასპინძლებს.

თუმცა 71-ე წუთზე მექვაბიშვილმა რუმინეთში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 2:1 დააწინაურა. საფინალო ანგარიში 90-ე წუთზე მორამ დააფიქსირა.

„უნივერსიტატეა“ 13 ტურის შემდეგ 27 ქულით რუმინეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

მსგავსი