ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ რუმინეთში სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

00:19, 19.07.2026

რუმინეთში სუპერლიგის ახალი სეზონი დაიწყო – ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ პირველ ტურში „უტა არადის“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ეს შეხვედრა „ვიტებსკთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩიდან სამ დღეში გაიმართა. თუმცა კრაიოვის გუნდის მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა დააყენა და  მოედანზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიც იყო, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო (38-ე წუთზე) და მე-60 წუთზე შეცვალეს.

უნივერსიტატეამ“ ორივე გოლი მატჩის ბოლო მესამედში გაიტანა – 62-ე წუთზე ანგარიში ტელეშიმ გახსნა, სხვაობა ბაიარამიმ (87) და ელისორმა (89) გაზარდეს, ხოლო საბოლოო ანგარიში ავტოგოლით „უტა არდის“ მოთამაშემ, ალომეროვიჩმა (90+3)  დააფიქსირა.

კრაიოვის „უნივერსიტატეა“ 22 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და სოფიაში „ლევსკის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი