ანზორ მექვაბიშვილის „ჩიკაგო ფაიერი“ პლეიოფში ითამაშებს #1TVSPORT

12:40, 08.11.2026

ანზორ მექვაბიშვილის „ჩიკაგო ფაიერმა“ აშშ-ის ჩემპიონატში (MLS) „კოლამბუს ქრიუს“ უმასპინძლა და ბოლო წამზე გაშვებული გოლით 3:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე გამოჩნდა. ჩიკაგოელებს რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი ორი პენალტი მოსაგებად არ ეყოთ და ქულაც ვერ მოიპოვეს.

ამ მატჩით „ჩიკაგო ფაიერმა“აშშ-ის ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და MLS-ის პლეიოფის 1/8-ფინალში ითამაშებს.

მსგავსი