ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

01:47, 13.07.2026

ანზორ მექვაბიშვილისუნივერსიტატეა“ რუმინეთის სუპერთასის ფინალში „კლუჟს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა – 5:3 (ძირითადი დრო 1:1)

ანგარიში კრაიოველებმა მე-40 წუთზე სტივენ ნსიმბას გოლით გახსნეს, რომელიც კარის წინ საკუთარი საჯარიმოდან შესანიშნავი გადაცემით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა დატოვა. „კლუჟმა“ წონასწორობა 53-ე წუთზე ალიბეკ ალიევის ზუსტი დარტყმით აღადგინა.

გამარჯვებული ვერც დამატებულ დროში გამოვლინდა და დაინიშნა პენალტების სერია. გადამწყვეტი დარტყმა მექვაბიშვილმა შეასრულა და ჩემპიონობის და თასის მოპოვების შემდეგ, გუნდს სეზონში მესამე ტიტული მოუტანა. საბოლოოდ, „ჯვაროსნების“ მოთამაშემ 7,9 ქულა მიიღო და სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შემდეგ შეხვედრას მექვაბიშვილი და „უნივერსიტატეა“ 15 ივლისს შინ გამართავენ – გუნდი კრაიოვაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „ვიტებსკს“ უმასპინძლებს, რომელიც პირველ დაპირისპირებაში 4:1 დაამარცხა.

მსგავსი