ანზორ მელია - მიხეილ სააკაშვილი არის გმირი პრეზიდენტი, რომელიც ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში
ანზორ მელია - მიხეილ სააკაშვილი არის გმირი პრეზიდენტი, რომელიც ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში

ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ, რამდენ ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მალე გამოვა ციხიდან და ხალხთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს.

„მინდა, მივმართო მიხეილ სააკაშვილის მშობლებს, ქალბატონ გიულის და ბატონ ნიკას, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. მე ვიცი, გამომიცდია, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი. ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ნახეთ რამდენ ადამიანს, ათასობით, უყვარხართ და ცრემლები აქვთ თვალზე მომდგარი. თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. გამაგრდით ბატონო პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.