ანზორ მარგიანი – ჩვენ არცერთი ტყვე არ დაგვიხვრეტია, გიორგი ბარამიძემ, რომელსაც ფეხსაცმელებიც კი არ დაუსვრია ტალახში, სად ნახა ეს, სად იომა, აფხაზეთში სურათების გადასაღებად ჩამოდიოდა
გიორგი ბარამიძის დაუფიქრებელი და გაუაზრებელი სიტყვების გამო მეომრები და ვეტერანები ვართ აღშფოთებულები, – ამის შესახებ გენერალ-მაიოორმა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ სამხედროებს არცერთი ტყვე არ დაუხვრეტიათ.
„გიორგი ბარამიძემ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენა მთელი საქართველოს მეომრებს. ჩვენ არცერთი ტყვე არ დაგვიხვრეტია და გიორგი ბარამიძემ, რომელსაც ფეხსაცმელებიც კი არ დაუსვრია ტალახში და სანგარში არ ყოფილა, სად ნახა ეს, სად იომა?
ჩამოდიოდა აფხაზეთში, ხან ოჩამჩირეში, ხან სოხუმში, რომ სურათები გადაეღო და გამორბოდა თბილისში, რომ დეპუტატი გამხდარიყო. დღეს კიდევ მთელი საქართველოს მეომრებს და ვეტერანებს მოგვაყენა შეურაცხყოფა, რაზეც ვითხოვთ, ან მოიხადოს ბოდიში, ანდა მაშინ დავალება აქვს რუსეთისგან და მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ეგ არის საქართველოს ღალატი და ჩვენი შეურაცხყოფა. დახვრეტით ჩვენ არავინ არ დაგვიხვრეტია, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ აფხაზებმა დახვრიტეს ჩვენი გმირები: ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გენო ადამია, გურამ გაბისკირია და ბევრი მათგანი. ჩვენ არავინ დაგვიხვრეტია, ხვრეტდნენ აფხაზები და ჩეჩნები, ბატონი გია ბარამიძე მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა მარგიანმა.