ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე დღეს ოზურგეთში აღინიშნება
ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე დღეს ოზურგეთში აღინიშნება

ოზურგეთში დღეს ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება. ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის იუბილე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში 19:00 საათზე აღინიშნება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.