ანზორ ერქომაიშვილი „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს
ანზორ ერქომაიშვილი „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

50 წელია ანსამბლს ვხელმძღვანელობ. საკმაოდ შრომატევადი საქმეა. გადავწვიტე ანსამბლის მუსიკალურ ხელმძღვანელად დავრჩე, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელობა ანსამბლის რჩეულს გადავაბარო“ – ამის შესახებ რადიო პირველი არხის დილის პროგრამა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში ანსამბლ ,,რუსთავის“ ხელმძღვანელმა, ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში „რუსთავის“ ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ანსამბლის წევრები თავად შეარჩევენ.

შეგახსენებთ, 2018 წელის ანსამბლს 50 წელი შეუსრულდა. „რუსთავმა“ საიუბილეო კონცერტები გამართა სლოვაკეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიასა და იაპონიაში. იაპონიის თვენახევრიანი ტურნე, 18 ოქტომბერს, გრანდიოზული საიუბილეო საღამოთი დაგვირგვინდა.
წელს ,,რუსთავის“ 400 სიმღერისაგან შემდგარი საიუბილეო ანთოლოგია გამოიცა.