ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს წერილით მიმართა, რომელშიც მზადყოფნას გამოთქვამს, მომდევნო სხდომებზე გამოცხადდეს და დაიკითხოს
ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს წერილით მიმართა, რომელშიც მზადყოფნას გამოთქვამს, მომდევნო სხდომებზე გამოცხადდეს და დაიკითხოს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ითხოვს, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვალოს.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა დაცვის მხარეს სურს, რომელიც აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საქმისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათი თქმით, დადასტურდება, რომ ე.წ. საიდუმლო ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც არსებობდა.

ანზორ ჩუბინიძე წერილში სხდომაზე ჩვენების მიცემისთვის მზაობას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ 28 დეკემბრამდე სამსახურებრივი მივლინებით ლატვიაში, რიგაში იმყოფება და მზად არის, მომდევნო სხდომებზე გამოცხადდეს.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.