ანზორ ჩუბინიძე – თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ კარგი საშუალებაა

09:26, 23.10.2026

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი – 2026“.

ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.

„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა, ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მსგავსი