ანზორ ჩუბინიძე - სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება
ანზორ ჩუბინიძე - სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუბინიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, დაცვის თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ცვლილება იქნება რაოდენობასა და ხარისხში.

„შემცირდება რაოდენობრივად და ხარისხობრივად. დაცვა სხვადასხვა კატეგორიებს მოიცავს. ამაზე საუბარი რთულია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს სამსახურში განსაზღვრულია სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება არ არის, ხარისხს ვუკლებთ. ეს გამოიხატება რაოდენობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩართულობაში”, – განაცხადა ჩუბინიძემ.