ანზორ ჩუბინიძე – პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება

15:12, 01.10.2018

პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე განუცხადა.

„ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით პროკურატურის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება. ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ამაზრზენია. არავისთან არანაირი კითხვა არ მაქვს. პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მსგავსი