ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრობს - ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია, როგორმე მოსდონ ჩირქი თუნდაც ერთსაათიანი, აბსურდული ტყუილებით

ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, – აცხადებს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. მის კომენტარს „ტელეიმედი“ ავრცელებს.

ჩუბინიძის შეფასებით, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა.

„თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება. ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია, როგორმე მოსდონ ჩირქი თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით, დასდონ მათ რაიმე ბრალი, თუნდაც აბსურდული“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.