ანზორ ბიწაძე - რამდენადაც მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ, ძნელია, მისი სიტყვების გჯეროდეს
ანზორ ბიწაძე - რამდენადაც მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ, ძნელია, მისი სიტყვების გჯეროდეს

კონკრეტულად ჩემზე თუა დამოკიდებული, რამდენადაც მას ვიცნობ, ძალიან ძნელია მისი სიტყვების გჯეროდეს, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ წევრი, ანზორ ბიწაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ამასთან, როგორც ბიწაძემ აღნიშნა, ამომრჩველის გადასაწყვეტია, ვინ ჩამოვა საქართველოში, ვინ მოვა ხელისუფლებაში და ან გადავა ოპოზიციაში.

„კონკრეტულად ჩემზე თუა დამოკიდებული, რამდენადაც მას ვიცნობ, ძალიან ძნელია მისი სიტყვების გჯეროდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრეებაა. რაც შეეხება ვინ ჩამოვა, ვინ წავა, ვინ მოვა ხელისუფლებაში და ვინ ოპიზციაში გადავა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის გადასაწყვეტი. ამასთან დაკავშირებით რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქოდნეს რომლეიმე პოლიტიკურ ძალას, ხალხის ნება იქნება გადამწყვეტი“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.