ანზორ ბიწაძე - უხერხულობის და გემოვნებაზე ზრუნვის დრო ახლა არ არის
ანზორ ბიწაძე - უხერხულობის და გემოვნებაზე ზრუნვის დრო ახლა არ არის

არაპროგნოზირებადია, რას გააკეთებს ხელისუფლება დღეს ან ხვალ, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, დღეს აქციაზე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმყოფება და არ არის პირად გემოვნებაზე ზრუნვის დრო.

„ხელისუფლებაში იმდენად არაადეკვატურები არიან, საერთოდ არაპროგნოზირებადია, რას გააკეთებენ დღეს, ხვალ, ზეგ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ისინი სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან არიან აბსოლუტურად დისკრედიტებული რეგიონებში, დასავლეთშიც და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში. დღეს გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ხვალ რა იქნება, ამას ვნახავთ. მთავარი ის არის, რომ ეს იქნება კანონიერი და მშვიდობიანი.

26 მაისი მონაწილეებთან ერთად ვდგავარ მე დღეს აქ. ვისაც რაიმე უხერხულობა აქვს, მინდა ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა, ჩვენ აქ ვდგავართ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არანაირი უხერხულობის ადგილი და პირად გემოვნებაზე ზრუნვის დრო ახლა არ არის“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.