ანტვერპენში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

20:02, 01.07.2026

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

ხანძარი ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე გაჩნდა.

პოლიციის ინფორმაციით, შენობაში 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხანძრის გამო მაშველებმა დაახლოებით 80 ბინის მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პირველ სართულზე წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ შენობაში იმყოფებოდა ანტვერპენის ყოფილი მერი ბობ კულსი, რომელიც შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანტვერპენის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა მარი დე კლერკმა განაცხადა, რომ შემთხვევა რთული იყო, რადგან ძლიერი დაკვამლიანება და ცუდი ხილვადობა ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ართულებდა.

მსგავსი