ანტონიუ კოშტა უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უსამართლო აგრესიული ომის ოთხი წელი. ოთხი წელი უკრაინელთა ურყევი სიმამაცისა.
ოთხი წელი ევროპის უტყუარი მხარდაჭერისა და ერთი საერთო მიზანი – მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში. სწორედ ამიტომ ვართ დღეს კიევში“, – წერს კოშტა.
Four years of an unjust war of aggression.⁰
Four years of unshakable Ukrainian courage.⁰
Four years of unwavering European support.One shared resolve: to secure a just and lasting peace in Ukraine.
That’s why we are here in Kyiv today. pic.twitter.com/KJJ7levHnp
— António Costa (@eucopresident) February 24, 2026