ანტონიუ კოშტა – სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია, მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოახდინონ დეესკალაცია
სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოახდინონ დეესკალაცია.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ისრაელის მიერ დამასკოზე დღეს განხორციელებული დარტყმებით. სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოახდინონ დეესკალაცია“, – წერს ანტონიუ კოშტა.
Very concerned by the Israeli strikes on Damascus today. Syria’s sovereignty and territorial integrity need to be respected.
I call on all parties to refrain from violence and to de-escalate.— António Costa (@eucopresident) July 16, 2025