ანტონიუ კოშტა - სამწუხაროდ, ტრამპის ინიციატივები არ ემთხვევა პუტინის ნებას, ევროპულ საბჭოში მივიღებთ გდაწყვეტილებას, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებისთვის
დიდი მოლოდინების მიუხედავად, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას მოჰყვა, დღეს ნათელია, რომ, სამწუხაროდ, ეს ინიციატივები არ ემთხვევა პრეზიდენტ პუტინის ნებას, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
კოშტას თქმით, რუსეთი ზრდის დარტყმებს მშვიდობიანი მოქალაქეების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
„ჩვენ ყველა საშუალებით უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის ბრძოლაში. დღეს დილით ჩვენ უკვე დავამტკიცეთ სანქციების მე-19 პაკეტი, რომლის სამიზნეც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, საბანკო და ენერგო სექტორებია. დღეს ევროპულ საბჭოში ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2026 და 2027 წლებისთვის, მათ შორის, სამხედრო ტექნიკის შესყიდვაც. ეს ძალიან ძლიერი გზავნილია რუსეთისთვის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. დღეს კი დავაკონკრეტეთ ეს და ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.