ანტონიუ კოშტა - რუსეთის აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით
რუსეთის აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი არ შეშინდება და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„შეძრწუნებული ვარ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო სარაკეტო თავდასხმების მორიგი ღამის გამო. ჩემი ფიქრები უკრაინელ დაზარალებულებთანაა და ასევე ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებთან, რომელთა შენობაც დაზიანდა რუსეთის გამიზნული დარტყმის შედეგად. ევროკავშირი არ შეშინდება. რუსეთის აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით“, – წერს ანტონიუ კოშტა.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.