ანტონიუ კოშტა - ლუანდაში გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე და მხარი დავუჭიროთ უკრაინას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დადებითად შეაფასა. როგორც კოშტამ სოციალურ ქსელში დაწერა, ლუანდაში გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ვალდებულებას, გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე.
„ევროკავშირის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენი დისკუსიები, განსაკუთრებით, გუშინ ლუანდაში გამართული დისკუსიები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე და მხარი დავუჭიროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით“, – წერს ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ X-ზე.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მას მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით შეფასება გაუზიარეს.