ანტონიუ კოშტა - ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მჭიდროდ და ერთობლივად ითანამშრომლოს აშშ-თან, რათა დასრულდეს აგრესიული ომი, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა
ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მჭიდროდ და ერთობლივად ითანამშრომლოს აშშ-თან, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესიული ომი და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა პრიორიტეტად რჩება.
„დღეს უკრაინის შესახებ ძალიან სასარგებლო საუბრები მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, ალასკაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრის წინ. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მჭიდროდ და ერთობლივად ითანამშრომლოს აშშ-თან, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესიული ომი და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა პრიორიტეტად რჩება, როგორც აუცილებელი ნაბიჯი უკრაინასთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისკენ“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.