ანტონიუ კოშტა - ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საწყის პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს, მათ შორისაა, ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების კედელი
ანტონიუ კოშტა - ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საწყის პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს, მათ შორისაა, ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების კედელი

ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საწყის პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის, ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების კედელს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის ლიდერების კოპენჰაგენში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით წინ. მივესალმები ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საწყის პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების კედელს. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი საერთო თავდაცვითი მზადყოფნის მისაღწევად 2030 წლისთვის“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „აღმოსავლეთ ფლანგის დაკვირვების“ პროგრამაზე ისაუბრა, რომელთა მიზანიც არის ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საფრთხეების დაძლევა.

„ეს პროექტი მიზნად ისახავს ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე საფრთხეების სრული სპექტრის დაძლევას. ძირითადი ელემენტი იქნება ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების კედელი. ეს არის ანტიდრონული სისტემა, რომელსაც შეუძლია სწრაფად აღმოჩენა, შეჩერება და საჭიროების შემთხვევაში, ნეიტრალიზაცია. აქ ჩვენ დიდწილად ვეყრდნობით უკრაინის გამოცდილებას“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.