ანტონიუ კოშტა - ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის დარღვევებს არსად დაუშვებს, საჭიროების შემთხვევაში გრენლანდიასა და დანიას დაუჭერს მხარს
ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში გრენლანდიასა და დანიას დაუჭერს მხარს და საერთაშორისო სამართლის დარღვევებს არსად დაუშვებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
მისივე თქმით, გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნით და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ.
„ნება მომეცით, გრენლანდიასთან დაკავშირებით ნათლად განვაცხადო: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიაზე დანიის ან გრენლანდიის გარეშე ვერაფერი გადაწყდება. მათ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა აქვთ. ევროპა საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი მმართველობის მტკიცე და ურყევი დამცველი დარჩება. ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს – იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, უკრაინაში თუ ღაზაში“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.