ანტონიუ კოშტა – ევროკავშირი რჩება მტკიცე, ერთიანი და მზადაა, დაიცვას ჩვენი ინტერესები აშშ-თან სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად
ევროკავშირი რჩება მტკიცე, ერთიანი და მზადაა, დაიცვას ჩვენი ინტერესები აშშ-თან სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
„თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა ხელს უწყობს კეთილდღეობას, ქმნის სამუშაო ადგილებს და აძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს. ტარიფები გადასახადებია. ისინი ინფლაციას ზრდიან, გაურკვევლობას ქმნიან და ეკონომიკურ ზრდას აფერხებენ. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი სავაჭრო პარტნიორობების შენებას. ევროკავშირი რჩება მტკიცე, ერთიანი და მზადაა, დაიცვას ჩვენი ინტერესები, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კომისიის ძალისხმევის სრული მხარდაჭერით, აშშ-თან სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად“, – წერს ანტონიუ კოშტა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ევროკავშირისთვის 30%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.
Free and fair trade drives prosperity, creates jobs and strengthens supply chains.
Tariffs are taxes. They fuel inflation, create uncertainty and hinder economic growth. We will continue to build strong trade partnerships worldwide.
The EU remains firm, united and ready to…
— António Costa (@eucopresident) July 12, 2025