ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლაა საჭირო
ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლაა საჭირო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლაა საჭირო.

„უკრაინის მომავალი არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდაჭერა, არამედ ასევე არის ევროპული გზა. სწორედ ამიტომ ჩვენ წინ უნდა ვიმოძრაოთ გაფართოების პროცესით“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპა უნდა იყოს უკრაინასთან, რუსეთთან და აშშ-თან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

„გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტის შემდეგ არსებობს პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა. თავად ეს შესაძლებლობაც დადებითი ფაქტია. როგორც იცით, პუტინს ეს შესაძლებლობა აქამდე არასდროს დაუშვია. ახლა კი ეს შესაძლებლობა წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად იქცეს და ეს შეხვედრა შედგეს. ვისურვებდი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს, ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ტრამპს შორის სამმხრივი შეხვედრისკენ გადავიდეთ და ევროკავშირთანაც გაიმართოს დისკუსია ევროპული უსაფრთხოების მომავალზე“, – აღნიშნა კოშტამ.