ანტონიუ გუტიერეში მალიში ამბოხებულ სამხედროებს პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ანტონიუ გუტიერეში მალიში ამბოხებულ სამხედროებს პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მალიში ამბოხებულ სამხედროებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ პრეზიდენტი და მთავრობის წევრები.

გავრცელებულ განცხადებაში გუტიერეში შეშფოთებას გამოთქვამს მალიში განვითარებული მოვლენების გამო.

„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს ამგვარ ქმედებებს და მოუწოდებს მალიში კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის დაუყოვნებლივი აღდგენისკენ. ამისთვის, ის ითხოვს პრეზიდენტ იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტასა და მისი მთავრობის წევრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას”, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დააკავეს.