ანტონიუ გუტიერეში მაკედონიის ახალი სახელწოდების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას მიესალმება
ანტონიუ გუტიერეში მაკედონიის ახალი სახელწოდების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას მიესალმება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მიესალმება სკოპიესა და ათენს შორის მაკედონიის ახალი სახელწოდების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას და მხარეებს მისი რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„მადლობას ვუხდი საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრებს, ალექსის ციპრასსა და ზორან ზაევს პრესპაში, კვირას გაფორმებული ისტორიული შეთანხმების დადებაში მათი როლისთვის. მოვუწოდებ მთავრობებს, მხარი დაუჭირონ მის რატიფიცირებასა და იმპლემენტაციას“, – წერს ანტონიუ გუტიერეში.

გუტიერეშმა აღნიშნა, რომ გაერო საბერძნეთისა და მაკედონიის ძალისხმევას გააგრძელებს.

საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 ივნისს ხელი მოაწერეს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. ამგვარად, ათენსა და სკოპიეს შორის 27-წლიანი დავა დასრულდა, რომელიც მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებდა.