ანტონიუ გუტიერეში ინიციატივით გამოდის, რომ „კოვიდ 19“-ის გამო წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს
ანტონიუ გუტიერეში ინიციატივით გამოდის, რომ „კოვიდ 19“-ის გამო წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში ინიციატივით გამოდის, რომ წელს დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეა „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს.

მისი თქმით, ახალი ფორმატით ლიდერებმა გაერო-ში ვიდეომიმართვები უნდა გააგზავნონ ან ნიუ ორკში მყოფი დელეგაციის წარმომადგენელთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი დაესწროს ასამბლეას.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გაერო-ს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო უკვე ორი თვეა, დისტანციურად მუშაობენ. სავარაუდოდ, გაერო ამ რეჟიმში სულ მცირე ივნისის ბოლომდე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ წელს გაერო-ს 75-ე გენერალურ ასამბლეაზე განსაკუთრებით მასშტაბური ღონისძიებებისთვის ემზადებოდნენ.