ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმების მიღწევა შეძლეს
ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმების მიღწევა შეძლეს

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

„გულწრფელად მჯერა, რომ ორგანიზებული და სირიელების მიერ მართული საკონსტიტუციო კომიტეტის ჩამოყალიბება შეიძლება, გახდეს პრობლემის გადაწყვეტილების პოლიტიკური გზის დასაწყისი“, – განაცხადა გუტიერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განმარტებით, საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის მხრივ პროგრესი მიღწეულ იქნა დამასკოში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის გეირ პედერსენის ვიზიტის შემდეგ.

უახლოეს კვირას გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი ახალი კომიტეტის პირველ სხდომას ჟენევაში ჩანიშნავს. გეგმის მიხედვით, ახალ ორგანოში ხელისუფლების 50 წარმომადგენელი, ოპოზიციის 50 წევრი და სამოქალაქო საზოგადოების 50 წარმომადგენელი უნდა შევიდეს. კომიტეტმა სირიაში საკონსტიტუციო რეფორმისთვის მზადება უნდა დაიწყოს.