ანტონიუ გუტერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

00:06, 04.07.2026

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა სამძიმარი გამოხატა ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის დროს თანაგრძნობა გამოუცხადა ირანის ერსა და მთავრობას.

ირანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობის, ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო აგრესიის დასრულების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ განვითარებული მოვლენების და მიმდინარე მოლაპარაკებებში ბოლო პროგრესის შესახებ.

მსგავსი