ანტონიუ გუტერეში სირიაში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა

14:43, 25.07.2026

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დამასკოში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

შეხვედრა სირიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

აღსანიშნია, რომ 2009 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაერო-ს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩავიდა.

„გაერო ამ გადამწყვეტ მომენტში სირიის გვერდით დგას“, – დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელში და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ სირიელი ხალხის მხარდასაჭერად.

სირიაში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე შეხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებსა და სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. გაერო-ს ცნობით, შეხვედრისას გუტერეში ხაზს გაუსვამს, რომ სირიას აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დაძლიოს ომის შედეგები, არამედ საფუძველი ჩაუყაროს უფრო სტაბილურ, ინკლუზიურ და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მომავალს.

მსგავსი