ანტონიუ გუტერეში საქართველოში ყველა აქტორს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ, დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით
ანტონიუ გუტერეში საქართველოში ყველა აქტორს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ, დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით

ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნეს დროულად და სრული გამჭვირვალობით.

„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და შეეცადონ, დაძლიონ უთანხმოება დიალოგის გზით“, – განაცხადა პრესსპიკერმა.