ანტონიუ გუტერეში - პალესტინელი ხალხის უფლება, ააშენოს საკუთარი სახელმწიფო, ყველგან აღიარებული უნდა იყოს
ანტონიუ გუტერეში - პალესტინელი ხალხის უფლება, ააშენოს საკუთარი სახელმწიფო, ყველგან აღიარებული უნდა იყოს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე უარის თქმა „მიუღებელია”.

როგორც გუტერეში განმარტავს, ეს გაახანგრძლივებს კონფლიქტს და საფრთხეს შეუქმნის გლობალურ მშვიდობას.

„პალესტინელი ხალხის უფლება, ააშენოს საკუთარი სახელმწიფო, ყველგან აღიარებული უნდა იყოს. მე განვაგრძობ მოწოდებას დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლების შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ კონფლიქტის გავრცელება რეგიონში“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ასეთ მოკლე დროში ღაზაში დაღუპულთა რიცხვი უპრეცედენტოა.